ვეტერანთა ტურნირი ფრენბურთში

ვეტერანთა ტურნირი ფრენბურთში

20 სექტემბერს ხელვაჩაურის სასპორტო სკოლაში ჩატარდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ყოფილი სპორტკომიტეტის თავმჯდომარის რუსუდან ჩახვაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი ფრენბურთში ვეტერან სპორტსმენთა შორის. პირველ ადგილზე გავიდა ახალსოფლის გუნდი, მეორეზე ხელვაჩაურის სასპორტო სკოლის გუნდი და მესამეზე - ხელვაჩაურის გუნდი. გამარჯვებულები, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე გურანდა დოლიძემ თასებითა და სიგელებით დააჯილდოვა.