ველომარათონი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში

გულის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ველომარათონი ჩატარდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში. მარათონმა სტარტი სოფელ შარაბიძეების შესასვლელიდან აიღო და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე დასრულდა. გამოვლინდა პირველ, მეორე და მესამე საპრიზო ადგილებზე გასული მონაწილეები.
I ადგილზე გასულ ნუკრი კონცელიძეს - ციფრული კამერა; II ადგილის მფლობელ თამაზ ვარშალომიძეს – ტაბლეტი (პლანშეტი); ხოლო III ადგილიზე გასულ კახა ცინცაძეს – მპ3 პლეერი გადეცათ საჩუქრად. გამარჯვებულებს საჩუქრები გამგებლის მ/შ ნოდარ ხალვაშმა გადასცა.
ველომარათონი ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებასა და ველოსპორტის პოპულარიზაციას.