ველომარათონი 2018 ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში

ველომარათონი 2018 ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში

29 სექტემბერს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ჩატარდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის პირველობა ველომარათონში, რომელშიც სულ მონაწილეობდა 15 ველოსპორტით დაინტერესებული ახალგაზრდა. შეჯიბრი ჩატარდა სამოყვარულო, არასპორტული ველოსიპედებით.
I ადგილი დაიკავა ლაშა ზოიძემ, II ადგილი - დავით თურმანიძემ და III ადგილი - გიორგი კონცელიძემ. გამარჯვებულები ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის განათლებისა და კულტურის სამსახურის ხელმძღვანელმა და საკრებულოს წევრებმა სიგელებით, თასებითა და
ტექნიკის ვაუჩერებით დააჯილდოვეს.
სპორტული ღონისძიება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებითა და სასპორტო სკოლის ორგანიზებით ჩატარდა