უნივერსიტეტის მაგისტრანტები ხელვაჩაურის მერიაში

უნივერსიტეტის მაგისტრანტები ხელვაჩაურის მერიაში

დღეს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის განათლებისა და კულტურის სამსახურის უფროსმა ქეთევან დევაძემ, მერიის ადმინისტრაციულ შენობაში, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ტბელ აბუსერიძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის და საჯარო მმართველობის ფაკულტეტის საჯარო მმართველობის სპეციალობის მეორე კურსის მაგისტრანტები მიიღო. მაგისტრანტები 23 ოქტომბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიაში სასწავლო გეგმით გათვალისწინებული თეორიულ-ექსპერიმენტული კვლევის ჩასატარებლად და სამაგისტრო ნაშრომის პროექტის მოსამზადებლად იმუშავებენ.