უფასო სამედიცინო აქცია თხილნარის მეურნეობაში

ამჯერად, უფასო სამედიცინო გამოკვლევების აქცია თხილნარის მეურნეობაში გაიმართა.
ადგილობრივებს კონსულტაციას რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმები უწევენ. აქციაში ჩართულია: ქირურგი, კარდიოლოგი, ექოსკოპისტი, თერაპევტი, ნევროპათოლოგი და ოტო-რინო-ლარინგოლოგი. მოსახლეობას კარდიოგრაფიული და ექოსკოპიური კვლევებიც ჩაუტარდათ.
გამოკვლევებით 50-მდე ადგილობრივმა მაცხოვრებელმა ისარგებლა.
უფასო სამედიცინო აქცია აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივითა და ორგანიზებით იმართება.