თვითმმართველობის დეცენტრალიზაციის სტატეგიის განხილვა

თვითმმართველობის დეცენტრალიზაციის სტატეგიის განხილვა
საქართველოში დეცენტრალიზაციის პროცესი როგორ უნდა გაგარძელდეს და შესაბამისად როგორ უნდა მოხდეს ადგილობრივი თვითმმართველობების უფლებებისა და ფინანსური რესურსების გაძლიერება. ამ საკითხებზე საკონსულტაციო შეხვედრები დღეს ბათუმში გაიმართა, შეხვედრას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ჯუმბერ ვარდმანიძე და საკრებულოს თავმჯდომარე ნადიმ ვარშანიძე ესწრებოდნენ.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ შემუშავებული დეცენტრალიზაციის სტრატეგიის პროექტის განხილვა, საქართველოს ყველა რეგიონშია დაგეგმილი და საკონსულტაციო შეხვედრებს სამინისტროსთან ერთად საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია მართავს.
განხილვაში მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან ერთად მესამე სექტორიც აქტიურად არის ჩართული. სტრატეგია გულისხმობს 2025 წლამდე პერსპექტივას, ის მოიცავს თვითმმართველობისთვის როგორც ახალი უფლებამოსილებების, ასევე მეტი ფინანსების გადაცემას და მოქალაქეთა მონაწილეობის უკეთესი მექანიზმების შექმნას.