ცვლილების თანახმად ადგილობრივი ბიუჯეტი 21 377 042 ლარია

ცვლილების თანახმად ადგილობრივი ბიუჯეტი 21 377 042 ლარია
 

დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა. სხდომაზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ალი სარიშვილს დაბადებიდან 75 წლისთავთან დაკავშირებით, მრავალწლიანი ნაყოფიერი მუშაობის, გაწეული ქველმოქმედებისა და მუნიციპალიტეტის აღმშენებლობის საქმეში შეტანილი წვლილისთვის საკრებულოს თავმჯდომარემ საკრებულოს წევრთა სახელით სიგელი გადასცა.

საკრებულოს სხდომაზე განსახილველად 9 საკითხი იყო წარდგენილი.

დადგენილების პროექტის თანახმად ცვილებები შევიდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში. ცვილებების შედეგად შემდეგი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება; 

სოფელ განახლებაში სასმელი წყილის მოწყობა- 179696 ლარი.

სოფელ შარაბიძეებში ჭაბურღილის მოწყობა - 49902 ლარი. 

სოფელ ზანაქიძეებში სანიაღვრე არხის მოწყობა- 31057 ლარი.

სოფელ კირნათში საჯარო სკოლის მიმდებარე დსპორტული მოედნის მოწყობა- 32279 ლარი.

სოფელ კაპრეშუმში სოციალურ სახლთან სპორტული მოედნის მოწყობა - 73312 ლარი.

სოფელ ხელვაჩაურში შედა სასოფლო გფზის რეაბილიტაცია - 101495 ლარი. სოფელ წინსვლაში შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაცია- 23898 ლარი.

სოფელ ახალსოფელში შიდა სასოფლო გზის მოწყობა- 41664 ლარი. 

სხდომაზე ასევე წარდგენილი იყო მერიის სამსახურიების მიერ 2018 წელს შესრულებეული სამუშაოების ანგარიშები, რომლებიც საკრებულოს წევრთა მიერ დადებითად შეფასდა..