წიგნისა და საავტორო უფლებების დღე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში

წიგნისა და საავტორო უფლებების დღე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში

   წიგნისა და საავტორო უფლებების დღისა და ბიბლიოთეკარის დღესთან დაკავშირებით ხელვაჩაურის კულტურის ცენტრში ღონისძიება გაიმართება. კვირეულის ფარგლებში შეხვედრაზე ახალგაზრდა პოეტების ლექსების პრეზენტაცია შედგა. ღონისძიება ხელვაჩაურის კულტურის ცენტრის თანამშრომლებმა ლაზური სიმღერებით გაალამაზეს. 
„გილოცავთ ამ მნიშვნელოვან თარიღს. „ წიგნი, კაცობრიობის, უდიდესი, გონებით შექმნილი,განძია!“ ახალგაზრდებს მინდა გირჩიოთ, რომ ბევრი იკითხოთ, ჩვენ გვჭირდება განათლებული, წიგნიერი და ერუდირებული ახალგაზრდები. ჩვენს ღვაწლმოსილ ბიბლიოთეკარებს კი ნაყოფიერ მუშაობასა და ბიბლიოთეკაში ბევრ მკითხველს ვუსურვებ “ -აღნიშნა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნადიმ ვარშანიძემ სიტყვით გამოსვლისას. 
ღონისძიებას საჯარო სკოლების ბიბლიოთეკარები, მოწვეული პოეტები: გენრი დოლიძე, მირიან გორგილაძე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტის გამგებელი ნადიმ ვარშანიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ჯუმბერ ვარდმანიძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე - მერაბ კარანაძე ესწრებოდა. 
დღეს დარბაზში დამსწრე ყველ ქალბატონს მუნიციპალიტეტისგან საჩუქრად ყვავილები გადაეცათ. ღონისძიება ხელვაჩაურის კულტურის ცენტრის საბიბლიოთეკო განყოფილების ორგანიზებით გაიმართა.