წიგნის განხილვა ახალგაზრდობის ცენტრში

წიგნის განხილვა ახალგაზრდობის ცენტრში

2018 წლის 6 მარტს, ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრის კითხვის კლუბში მოეწყო რიჩარდ ბახის ნაწარმოების ,,თოლია სახელად ჯონათან ლივინგსტონის“ განხილვა. წიგნის განხილვას წარუძღვა პროფესორი თამარ სირაძე, რომელმაც შეხვედრის დასასრულს ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრის ბიბლიოთეკას საჩუქრად ქართულ-ინგლისური მსოფლიო კლასიკის წიგნები გადასცა. ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრი მადლობას უხდის ქალბატონ თამარ სირაძეს.
წიგნის განხილვას სულ 50-მდე ახალგაზრდა ესწრებოდა.