ტრენინგი"ადამიანის უფლებები და თავისუფლებები"ახალგაზრდობის ცენტრში

ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრში ჩატარდა საინფორმაციო ტრენინგი თემაზე: ,,ადამიანის უფლებები და თავისუფლებები". ტრენინგს ახალგაზრდობის ცენტრის მოწვევით უძღვებოდა იურიდიული დახმარების სამსახურის აჭარის ბიუროს უფროსი: იამზე ზანდარაძე. ტრენინგს ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 30 ახალგაზრდა დაესწრო.