ტრენინგი თემაზე "მრავალფეროვნების სახეები" ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრში

09 ნოემბერს ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრში ჩატარდა თანატოლგანმანათლებელთა ტრენინგი თემაზე: "მრავალფეროვნების სახეები" ტრენინგს უძღვებოდნენ "თავისუფალ ჟურნალისთა სახლის" ახალგაზრდა მოხალისეები ჯიმი გორგილაძე და ლაშა შაინიძე, რომლებმაც ცენტრის ახლგაზრდებთან ერთად განიხილეს მრავალფეროვნების არსი, იმსჯელეს თუ რა განსხვავებულობა ნიშნავს მრავალფეროვნებას და შექმნეს თავიანთი ქვეყანა თუ როგორ განსხვავებულ ქვეყანაში სურთ ცხოვრება. ტრენინგს დაესწრო 20 ახალგაზრდა.
შეხვედრა განხორციელდა "მულტიკულტურული ინტეგრაცია აჭარაში"- ფარგლებში.