ტრენინგი განათლების შესახებ ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრში

ტრენინგი განათლების შესახებ ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრში

დღეს, ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრში ჩატარდა საინფორმაციო ტრენინგი თემაზე: "განათლება და კრიტიკული აზროვნება", რომელსაც უძღვებოდა ახალგაზრდობის ცენტრის მიერ მოწვეული, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერისტეტის პროფესორი-მურმან გორგოშაძე. ტრენინგზე ახალგაზრდებმა იმსჯელეს განათლების შესახებ, შეასრულეს ჯგუფური აქტივობები, გაიმართა მცირე კონკურსი და ტრენინგის მონაწილე ახალგაზრდებს მოწვეულმა პროფესორმა გადასცა წამახალისებელი საჩუქრები. დღევანდელ შეხვედრას ახალგაზრდობის ცენტრში სულ ხელვაჩაურის მუნიცილაიტეტში მცხოვრები 28 ახალგაზრდა ესწრებოდა.