ტრენინგი - „თემზე დაფუძნებული ადგილობრივი განვითარების მოდელი“

"თემზე დაფუძნებული ადგილობრივი განვითარების მოდელი" - ამ სახელწოდებით გამართული სამდღიანი ტრენინგი ხელვაჩაურის მერიაში დღეს დასრულდა. ტრენინგი ევროკავშირის პროექტის "ეფექტიანობის და განვითარების ქსელი" (N4ED) ფარგლებში, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (ათეა) ორგანიზებითა და ხელმძღვანელობით გაიმართა.
შესაბამისი გრაფიკის მიხედვით, ტრენინგს ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, საკრებულოს წევრები, მერიის თანამშრომლები, ადმინსტრაციული ერთეულების წარმომადგენლები, ასევე, მუნიციპალური ორგანიზაციების, "ამაგების", ხელვაჩაურის მერთან არსებული სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს და სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ჯგუფების წარმომადგენლები.
ტრენინგებზე განიხილეს ისეთი თემები, როგორიცაა - თვითმმართველობის სამართლებრივი საფუძვლები, თვითმმართველობის უფლებამოსილებები, მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმები, სამოქალაქო ბიუჯეტირების საფუძვლები, თემის მობილიზების ტექნიკა და სხვა აქტუალური საკითხები.
სამ დღიანი ტრენინგი - "თემზე დაფუძნებული ადგილობრივი განვითარების მოდელი", - მიმდინარეობს მთელი ქვეყნის მაშტაბით.
N4ED-ს პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს მუნიციპალიტეტებში ინკლუზიური მმართველობის და მონაწილეობითი დაგეგმარების დამკვიდრებას, საქმიანობის შეფასებისა და მონიტორინგის სისტემის დანერგვას, ადგილობრივ თვითმმართველობათა შორის თანამშრომლობისა და კარგი პრაქტიკის გაზიარების ქსელის შექმნას. პროექტი იმუშავებს საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში.