სტუდენტთა წახალისების პროგრამა

სტუდენტთა წახალისების პროგრამით დაფინანსდებიან ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სტუდენტები, რომლებმიც სწავლობენ საქართველოს აკრედიტირებულ უმაღლეს სასწავლებელში, დაასრულეს 2018-2019 სასწავლო წლის მეორე სემესტრი და თითოეულ საგანში აქვთ მაღალი აკადემიური მოსწრება (91 და მეტი ქულა).
ხელვაჩაურის მერიაში დოკუმენტაციის მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 31 აგვისტო.
წარმოსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ID ბარათი);
გ) ფაკულტეტის მიერ გაცემული ცნობა სტუდენტის აკადემიური მოსწრების შესახებ;
დ) სტუდენტის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები;