სტუდენტთა მხარდამჭერის პროგრამით 42 სტუდენტი ისარგებლებს

დასრულდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სტუდენტთა მხარდამჭერის პროგრამის ფარგლებში განცხადებების მიღება. მიმდინარე წელს არსებული კრიტერიუმები 43 სტუდენტიდან 42-მა დააკმაყოფილა. თითოეული სტუდენტის ანგარიშზე 404 ლარი ჩაირიცხება.
პროგრამით სარგებლობენ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ის სტუდენტები, რომლებსაც 2016 – 2017 სასწავლო წლის პირველ სემესტრში თითოეულ საგანში აქვს მაღალი აკადემიური მოსწრება (91 და მეტი ქულა) და სწავლობს საქართველოს აკრედიტირებულ უმაღლეს სასწავლებელში.
მუნიციპალიტეტში სტუდენტთა მხარდაჭერის პროგრამ უკვე ორი წელია მოქმედებს.