სწრაფი ბეჭდვის მარათონი 2018

სწრაფი ბეჭდვის მარათონი 2018

27 ნოემბერს ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა "სწრაფი ბეჭდვის მარათონი", რომელშიც მონაწილეობდნენ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 14-22 წლამდე ასაკის ახალგაზრდები. კონკურსის წესის თანახმად, მონაწილე ახალგაზრდებმა 30 წუთის განმავლობაში დაბეჭდეს 300 სიტყვისგან შემდგარი ტექსტი, რომელიც შეაფასა მოწვეულმა ჟიურიმ. ქულათა ჯამის საფუძველზე გამოვლინდა 20 საუკეთესო შედეგის მქონე ახალგაზრდა, მათ შორის ერთი-მარათონის გამარჯვებული, რომლებიც დაჯილდოვდნენ სიგელებით და საჩუქრად გადაეცათ ფლეშ მეხსიერების ბარათები. კონკურსის გამარჯვებული ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი მარიამ ფარტენაძე გახდა. კონკურსი ჩაატარა საქართველოს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ისტ ტრენერ - კონსულტანტმა მინდია დიდმანიძემ. ღონისძიების მიზანია ქართულ ენაზე ბეჭდვის პოპულარიზაცია, ასევე სწრაფად და სწორად ბეჭდვის წახალისება ახალგაზრდებში.