სტიქიის შედეგად დაზარალებულთა მდგომარეობას გეოლოგები სწავლობენ

ხელვაჩაურში სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების გატარება დღეს დილიდან დაიწყო. ამჟამად დაზარალებულების მდგომარეობას გეოლოგები სწავლობენ. სოფელ მახინჯაურში 5 ოჯახში მიმდინარეობს დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზების აღდგენითი სამუშაოები.
გაწმენდილია შიდა სასოფლო გზები. ყველა საჯარო სკოლაში და საბავშვო ბაღში მიმდინარეობს სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი. მოსახლეობას მიეწოდება წყალი და ელექტროენერგია.
უამინდობასთან დაკავშირებით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში შექმნილი სტიქიასთან ბრძოლის მუდმივ მოქმედი შტაბი საგანგებო რეჟიმში აგრძელებს მუშაობს.შტაბი 24 - საათიან რეჟიმში მუშაობს. საჭიროების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდით : 25 93 17; 75; 591 98 32 61; 595 95 87 08;