სპორტული მოედნის მოწყობა სოფელ კირნათში

სოფელ კირნათში საჯარო სკოლის მიმდებარედ სპორტული მოედნის მოწყობა მიმდინარეობს.
ინფრასტრუქტურული ღონისძიება "PH International, პოლიციის საზოგადოებრივი საქმიანობის ინიციატივა აჭარაში" მიერ ინიცირებულ საგრანტო პროგრამაში გამარჯვებული კირნათის საჯარო სკოლის პროექტის მიხედვით მიმდინარეობს.
პროექტის საგრანტო ბიუჯეტი 16 000 ლარს შეადგენს, თანადაფინანსებისათვის კი ხელვაჩაურის მერიის ბიუჯეტიდან 30 559 ლარი გამოიყო
სამუშაოები მიმდინარე წლის ნოემბრის თვეში დასრულდება.