სპექტაკლის პრემიერა "ზევით ყვავილებთან მინდა"

სპექტაკლის პრემიერა "ზევით ყვავილებთან მინდა"

დღეს ხელვჩაურის კულტურის ცენტრში ახალი სპექტაკლის პრემიერა "ზევით ყვავილებთან მინდა" გაიმართა. სპექტაკლის ჩვენებას ადგილობრივები, საბავშვო ბაღის აღსაზრდელები, ხელვაჩაურის მერიის, საკრებულოსა და საქართველოს პარლამენტის ბიურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სპექტაკლმა პატარების დიდი მოწონება დაიმსახურა. 
სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორი- ნათია მახაჭაძეა, ტექნიკური რეჟისორი - ირაკლი იორამაშვილი, მხატვარი - გიორგი გოგიტიძე და მუსიკალური გამხმოვანებელი - მამუკა დევაძეა.