სოფელ ქვედა სალიბაურის სასმელი წყლის სისტემა

სოფელ ქვედა სალიბაურის სასმელი წყლის სისტემა

სოფელ ქვედა სალიბაურში წყლის მაგისტრალის ქ. ბათუმის ქსელზე დაერთების პროცესი დასრულდა. გატარებული ღონისძიებების შედეგად მოეწყო წყლის ავზი, მაგისტრალი, და სატუმბი სადგური. ზემოთ ხსენებული სამუშაოების შესასრულებლად მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 74 733 ლარი გამოიყო. ობიექტზე სამუშაოებს აწარმოებდა შპს „ალსოფი“.
აღნიშნული პროექტის განხორციელებით სასმელი წყალი მიეწოდება სოფელ ქვედა სალიბაურში მცხოვრებ 30 ოჯახს.