სოფელ კიბეში წყალმომარაგების სისტემის მოწყობა დასრულდა

სოფელ კიბეში წყალმომარაგების სისტემის მოწყობა დასრულდა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კიბეში წყალმომარაგების სისტემისა და აუზის მოწყობის სამუშაოები დასრულდა.
ობიექტის წინასაექსპლუატაციო შემოწმებას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე შესაბამისი სამსახურის თანამშრომლებთან ერთად დაესწრო. შემოწმების შედეგად გამოვლინდა ობიექტის მზადყოფნა ექსპლუატაციაში მისაღებად. 
67 717 ლარის ღირებულების პროექტის განსახორციელებლად, სამუშაოებს ასრულებდა შპს „სტანდარტ მეტრ ჯგუფი“.