სოფელ ჩელტაში გზის რეაბილიტაცია დასრულდა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის უფროსმა არჩილ ჩიქოვანმა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში საყოფაცხოვრებო მანქანების ქარხანა-ჩელტას საავტომობილო გზის კმ0+000-კმ2+650 მონაკვეთზე მიმდინარე ასფალტობეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა. სამუშაოებს შ.პ.ს. „ბონდი 2009“ ასრულებს და პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს 666 405,68 ლარს. აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში მოეწყო ლითონის მილი - 41 გრძ.მეტრი, გოფრირებული მილი 30 გრძ.მეტრი, რკინა-ბეტონის კიუვეტი - 170 გრძ.მეტრი, გაბიონი 90 გრძ.მეტრი, გაკეთდა ორი ახალი ხიდი და 7 პორტალური კედელი.