სოფელ ჭარნალში 125 ოჯახზე გათვლილი წყლის მაგისტრალი კეთდება

სოფელ ჭარნალში 125 ოჯახზე გათვლილი წყლის მაგისტრალი კეთდება

    ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული ღონისძიებები აქტიურ ფაზაშია. სოფელ ჭარნალში 125 ოჯახზე გათვლილი წყლის მაგისტრალისა და რეზერვუარის მოწყობა მიმდინარეობს. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს „ალსოფი“ აწარმოებს, რომლისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 215 173 ლარია გამოყოფილი. ობიექტზე ადგილობრივებია დასაქმებული.  სამუშაოები 07.03.17 დაიწყო და 07.07.17. დასრულდება.