სოფელ აჭარისწყალში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია დასრულდა

სოფელ აჭარისწყალში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია დასრულდა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭარისწყლის ცენტრში სასმელი წყლის მომარაგების სისტემის რეაბილიტაცია დასრულდა. გატარებული სამუშაოების შედეგად მოეწყო წყლის გამწმენდი ნაგებობა და სალექარი. აღნიშნული პროექტის განხორციელებით სასმელი წყლით უზრუნველყოფილი იქნება სოფელ აჭარისწყლის ცენტრში მცხოვრები 80 ოჯახი. ობიექტზე სამუშაოები შეასრულა შპს ,,ნაგომ’’. პროექტის განსახორციელებლად მუნიციპალიტეტის მერიის ბიუჯეტიდან 30 824 ლარი გამოიყო.