სკოლებს შორის სასკოლო ოლიმპიადა ხელბურთში დასრულდა

სკოლებს შორის სასკოლო ოლიმპიადა ხელბურთში დასრულდა

დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებს შორის სასკოლო ოლიმპიადა ხელბურთში სასპორტო სკოლაში დასრულდა. ტურნირში 3 გუნდი მონაწილეობდა.შედეგები ასე გადანაწილდა: I ადგილი ხელვაჩაურის № 1 საჯარო სკოლა; II ადგილი მახოს საჯარო სკოლა; III ადგილი ჩაისუბნის საჯარო სკოლა. გამარჯვებულ გუნდებს ხელვაჩაურის საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ გურანდა დოლიძემ და სასპორტო სკოლის დირექტორმა გენადი ჩხაიძემ მედლებით,თასებით და სიგელებით დააჯილდოვეს. სასკოლო ოლიმპიადა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით ჩატარდა.