სხდომაზე გამგებელს მემორანდუმის გაფორმებისათვის თანხმობა მიეცა

სხდომაზე გამგებელს მემორანდუმის გაფორმებისათვის თანხმობა მიეცა

დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა 3 საკითხს უყარეს კენჭი.
სხდომაზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლს ურთიერთშეთანხმების მემორანდუმის გაფორმებისათვის თანხმობა მიეცა, რაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინიისტროს, თვითმმართველი ქალაქი ბათუმისა და აჭარის მუნიციპალიტეტებში გასაფორმებელ მემორანდუმს გულისხმობს, რომელიც შეეხება აჭარის სოფლებისა და დაბების ტიპის დასახელებებში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემის რეაბილიტაციის პროექტის ხელშეწყობის მიზნით კერძო სამართლის იურიდიული პირი, სააქციო საზოგადოება „აჭარის წყლის ალიანსი„ დაფუძნებას. აღნიშნულ სააქციო საზოგადოებაში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის აქცია პროექტის მიხედვით 11 % იქნება.

სხდომაზე აგრეთვე წარდგენილი იყო ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ობიექტების სარგებლობის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემისა და მათზე საიჯარო ქირის საწყისი საფასურის დადგენის შესახებ განკარგულების პროექტი.