სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების,ინფრასტრუქტურისა და გარემოს დაცვის კომისიისა და განათლების,კულტურის, სპორტის,ტურიზმისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომისიის გაერთიანებული სხდომა

სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების,ინფრასტრუქტურისა და გარემოს დაცვის კომისიისა და განათლების,კულტურის, სპორტის,ტურიზმისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომისიის გაერთიანებული სხდომა

დღეს საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების,ინფრასტრუქტურისა და გარემოს დაცვის კომისიისა და განათლების,კულტურის, სპორტის,ტურიზმისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომისიის გაერთიანებული სხდომა ჩატარდა. სხდომაზე დღის წესრიგით 4 საკითხი იყო წარდგენილი.

მთავარი განსახილველი საკითხი, რაზეც კომისიის წევრებმა ყველაზე მეტ ხანს იმსჯელეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი იყო.

ცვლილება შედის მერიის განათლებისა და კულტურის სამსახურის მიერ 2018 წელს განსახორციელებელ პროგრამებში, ცვლილების თანახმად პროგრამაში დაჩენილი ეკონომიით მუნიციპალიტეტში მცხოვრები მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტებზე, რომლებმაც დაგვიანებით შემოიტანეს განცხადებები, ჯამში 4 სტუდენტია, გაიცეს ერთჯერადი სტიპენდია, აღნიშნულ საკითხზე კომისიის წევრებმა იმსჯელეს და კენჭისყრის შედეგად პროგრამაში ცვლილებები განხორციელდება საკრებულოს სხდომაზე.

კომისიის სხდომაზე წარდგენილი იყო ასევე განკარგულების პროექტი მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ობიექტების სარგებლობის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემისა და მათზე ქირის საწყისი საფასურის დადგენის შესახებ.