შ.შ.მ ბავშვთა დაცვის საქმეში შეტანილი წვლილისთვის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს სპეციალური პრიზი გადაეცა

შ.შ.მ ბავშვთა დაცვის საქმეში შეტანილი წვლილისთვის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს სპეციალური პრიზი გადაეცა

    ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერს ჯუმბერ ვარდმანიძეს თბილისში გამართულ ფორუმზე  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დაცვის საქმეში შეტანილი წვლილისთვის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სპეციალური პრიზი გადასცეს. ინოვაციური გადაწყვეტის საუკეთესო მაგალითად ხელვაჩაური დასახელდა.
    ნომინაცია: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა უფლებების დაცვისა და ადვოკატირების ინოვაციური გადაწყვეტა.
    კამპანია „დაინახე ყველა ფერი“ -ს ფარგლებში, რომლის მიზანი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მიმართ საზოგადოებაში არსებული სტიგმის შემცირება იყო, გაეროს ბავშვთა ფონდმა გამოაცხადა კონკურსი მუნიციპალიტეტებს შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა უფლებების დაცვისა და ადვოკატირების საუკეთესო გამოცდილების გამოსავლენად (ადაპტირებული ინფრასტრუქტურა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, სპეციალური პროგრამები და მომსახურებები, ინოვაციური მიდგომა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდებისა და მათი მშობლების ჩართულობა). 

   ფურუმზე დასახელდა ოთხი გამარჯვებული მუნიციპალიტეტი, (ხელვაჩაური,ქუთაისი,მესტია,ბოლნისი )  რომელთაც გადაეცათ სპეციალური პრიზები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დაცვის საქმეში შეტანილი წვლილისთვის, რაც სტიმული იქნება სხვა მუნიციპალიტეტებისთვის.

აღნიშნული ფორული მიმდინარე წლის 21-22 თებერვალს თბილისში გაიმართა.

   შეგახსებებთ, გასულ წელს საქართველოს პირველი ლედის მაკა ჩიჩუას პატრონაჟით ხელვაჩაურში პროექტის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც მშობელთა თემის მობილიზებას და გაძლიერებას ეხება. პროექტი საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით განხორციელდა, რომლის მიზანი საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მშობლების გაძლიერება. პროექტს მუნიციპალიტეტში ხელვაჩაურის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის,ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური და ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის სამასხურის ახორციელებს.
  ოფიციალური სტატისტიკით, ხელვაჩაურში 29 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, 163 პირი ცხოვრობს. 
ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მშობელთა კლუბი 2016 წლის დეკემბრის თვეში შეიქმნა.