''შინ მოვლის" პროგრამის ფარგლებში ხელვაჩაურში ტრენინგი ჩატარდა

დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის „ქალთა ოთახში“ არასამთავრობო ორგანიზაცია ,,დახმარების ეროვნულ ფონდის (NAF) -ის ორგანიზებით ტრენინგი ჩატარდა. ,,შინ მოვლის" პროგრამის ფარგლებში, მოხალისეებს საქართველოს ,,წითელი ჯვრის" ბათუმის ფილიალის ტრენერმა მარიამ წოწორიამ პირველადი დახმარების თემაზე ტრენინგი ჩაუტარა. სემინარი 2 საათს გაგრძელდა. შეხვედრის მიზანი იყო მოხალისეები გაცნობოდნენ პირველადი გადაუდებელი დახმარების ძირითადი ელემენტების გაცნობა.
როგორც ცნობილია, პროექტი ხელვაჩაურში ევროკავშირის (EU) ფინანსური მხარდაჭერით, არბაითერ - სამარიტერ - ბუნდის (ASB) საქართველოში, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრისა და ადგილობრივ ხელისუფლებასთან პარტნიორობით ხორციელდება.