შიდა სასოფლო გზების მოწესრიგება გრძელდება

შიდა სასოფლო გზების მოწესრიგება გრძელდება

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში: მასაურაში, ფერიაში, მნათობში, ხელვაჩაურში, ზედა ჯოჭოში, წინსვლაში, ზანაქიზეებში შიდა სასოფლო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. დღეს გზების ნაწილი ზედა ჯოჭოში მოწესრიგდა. სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 410 302 ლარი გამოიყო. გზების რეაბილიტაცია მიმდინარე წლის დეკემბრის თვეში უნდა დასრულდეს.