შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღე

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღე

3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღეა. იგი 1992 წლიდან გაეროს მიერ დაარსდა. 
წლევანდელი საერთაშორისი დღის სლოგანია: "შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა გაძლიერება, საყოველთაობისა და თანასწორობის დაცვა".
3 დეკემბერს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ახალგაზრდულ ღონისძიებათა დაფინანსების ფარგლებში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ჩართულობისთვის შეიქმნება "ხელოვნების კლუბები" ხელვაჩაურის N1 და ჭარნალის საჯარო სკოლებში, რომელთაც გადაეცემათ საწყისი ინვენტარი და საკანცელარიო ნივთები. დღესვე აღნიშნული კლუბის წევრები კინოთეატრ "აპოლოში" კინოჩვენებას დაესწრებიან.
ღონისძიების მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობის ხელშეწყობა, მათი შესაძლებლობების წარმოჩენა და მხარდაჭერა.