შეხვედრა ორთაბათუმის მოსახლეობასთან

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირ - ინტელექტსა" და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ,,ქალთა ოთახს" შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე ორთაბათუმში მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა. „გაიგე მეტი, იყავი დაცული“ – პროექტის ფარგლებში ადგილობრივებს ინფორმაცია მიაწოდეს აჭარაში მიგრანტთა მდგომარეობაზე თუ როგორ დაიცვან თავი ჩვენმა მოქალაქეებმა თურქეთის რესპუბლიკაში მუშაობის დროს. შეხვედრას ევროკავშირის წარმომადგენელი დევიდ რუიზი და მაჟორიტარი დეპუტატი ორთაბათუმის თემში როსტომ ფაღავა ესწრებოდა.