შეხვედრა მარადიდის მოსახლეობასთან

შეხვედრა მარადიდის მოსახლეობასთან

დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნადიმ ვარშანიძე, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ილია ნაკაშიძე და აჭარის ა.რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მერაბ კარანაძე სოფელ მარადიის მოსახლეობას შეხვდნენ. აქციის მონაწილეები კომპანიას, რომელიც ჰესს აშენებს, მათთვის მისაღები კომპესაციის თანხის გადახდას ითხოვენ. გამგებელი და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები მოსახლეობას ''აჭარ ენერჯი 2007"-თან შუამდგომლობას კიდევ ერთხელ დაჰპირდნენ.
მოგვიანებით, აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით ხელვაჩაურში საქართველოს პარლამენტის ბიუროში კომპანისს წარმომადგენლებთან შეხვედრა შედგა. 
აღსანიშნავია, რომ კირნათის მოსახლეობასთან კომპესაციიების გაცემის საკითხთან დაკავშირებით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებობა, საქართველოს პარლამენტი და აჭარის უმაღლესი საბჭო ერთობლივად რამდენიმე თვეა მუშაობს.