შეხვედრა მარადიდის და კირნათის მოსახლეობასთან

შეხვედრა მარადიდის და კირნათის მოსახლეობასთან

  დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნადიმ ვარშანიძე,ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერ ბერიძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ილია ნაკაშიძე და აჭარის ა.რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მერაბ კარანაძე სოფელ მარადიდის მოსახლეობას და თურქული კომპანიიის წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ შეხვდნენ. 2 საათიანი მოლაპარაკების შედეგად რამდენიმე საკითხზე ადგილობრივები და ''აჭარ ენერჯი 2007"-ის წარმომადგენლები შეჯერდნენ. ხელვაჩაურში გამგებლისა და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლების შუამდგომლობით მორიგი შეხვედრა უახლოეს მომავალში გაიმართება. დღესვე საქართველოს პარლამენტის ბიუროში ანალოგიური შეხვედრა კირნათის მოასახლეობასთან შედგა. შეგახსენებთ, რომ კომპესაციების გაცემის საკითხთან დაკავშირებით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობა, საქართველოს პარლამენტი და აჭარის უმაღლესი საბჭო ერთობლივად რამდენიმე თვეა მუშაობს.