შეხვედრა აჭარისწყლის მოსახლეობასთან

შეხვედრა აჭარისწყლის მოსახლეობასთან

    დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნადიმ ვარშანიძე აჭარისწყლის მოსახლეობის წინაშე 2016 წლის ანგარიშით წარსდგა. შეხვედრაზე მუნიციპალიტეტის პირველი პირი აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილესთან მერაბ კარანაძესთან და ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან ჯუმბერ ვარდმანიძესთან ერთად იმყოფებოდა. შეხვედრას ხელვაჩაურში საქართველოს პარლამენტის ბიუროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 
  შეხვედრაზე ადგილობრივებმა სასმელი წყლის, გზების მოწესრიგება და მოძველებული ელექტროგადმაცემი ბოძების გამოცვლა მოითხოვეს. გამგებელი მოსახლეობას აღნიშნული პრობლემების ეტაპობრივად მოგვარებას დაჰპირდა. 
   მიმდინარე წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან აჭარისწყლის საფეხბურთო მოედნის მოწყობა არის დაგეგმილი. პროექტის ღირებულება : 223 000 ლარია. მუნიციპალური განვითარების პროგრამის ფარგლებში კი დაბეტონდება შიდა სასოფლო გზების ნაწილი. ამჟამად მიმდინარეობს გაზიფიცირების პროცესი.
   აჭარისწყალზე 2013-2016 წლებში კეთილმოეწყო სოფლის ცენტრი, აშენდა ევროპული სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი, სხვადასხვა სოფლებში მოეწყო გარე განათებები, განხორცილდა წყალმომარაგების პროექტები, აშენდა ხიდი(მირვეთში), მოეწყო სანიაღვრე არხები, მოეწყო ფერდსამაგრი კედლები და ტროტუარები. ერთიანობაში სულ განხორციელდა 2 მილიონ 130 ათას ლარზე მეტი სახელმწიფო ინვესტივია. 
   2013-2016 წლებში ასევე სარეზერვო ფონდიდან საჭიროებისამებრ დახმარება გაეწია 40-მდე აჭარისწყლის მკვიდრს.