შარაბიძეების დაწყებითი სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სოფელ შარაბიძეების დაწყებითი სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. აღნიშნულ ობიექტზე პროექტით გათვალისწინებულია გარე ფასადის და ეზოს კეთილმოწყობა, კანალიზაციისა და წყალმომარაგების სიტემის განახლება, საკლასო ოთახების სრული რეკონსტრუქცია და აღდგენა.
ობიექტზე, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს 63998 ლარს, სამუშაოებს აწარმოებს შპს „მშენებელთა ჯგუფი“.
აღნიშნული სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის 15 დეკემბერს დასრულდება.