სასმელი წყლის აუზისა და მაგისტრალის მოწყობა სოფელ მარადიდში

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადიდში სასმელი წყლის აუზისა და მაგისტრალის მოწყობა მიმდინარეობს. აღნიშნული პროექტის განხორციელებით სასმელი წყლით მომარაგდება სოფელში მცხოვრები 60 ოჯახი. ობიექტზე სამუშაოებს აწარმოებს შპს "ალსოფი". პროექტის ღირებულება შეადგენს 174 433,31 ლარს.
აღნიშნულ ობიექტზე სამუშაოები დასრულდება მიმდინარე წლის 15 დეკემბრამდე.