საშობაო კონცერტი ჩატარდა ხელვაჩაურის სახელოვნებო სკოლაში

საშობაო კონცერტი ჩატარდა ხელვაჩაურის სახელოვნებო სკოლაში, სადაც მონაწილეობას ღებულობდნენ ხელვაჩაურის სახელოვნებო სკოლის, ახალშენისა და მახინჯაურის სტრუქუტურული ერთეულის მოსწავლეები. საღამოზე სხვადასხვა მუსიკალური ნომერი გაჟღერდა. პროგრამაში წარმოდგენილი იყო, საესტრადო, ფოლკლორული, საორკესტრო და ასევე კლასიკური ნაწარმოებები. საზეიმო კონცერტს ესწრებოდნენ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები, ასევე სკოლის დირექცია, პედაგოგები და მშობლები.