სამუშაო შეხვედრა სოფლების დამისამართებასთან დაკავშირებით

სამუშაო შეხვედრა სოფლების დამისამართებასთან დაკავშირებით

დღეს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა ჯუმბერ ვარდმანიძემ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამისამართო სამსახურის უფროსის მოადგილესთან მიხეილ აბაშვილთან და მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელთან მირზა ბახტაძესთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე განიხილეს მუნიციპალიტეტის სოფლების დამისამართების საკითხი. აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის თერთმეტი ადმინისტრაციული ერთეულიდან დამისამართების გარეშე დარჩენილია მაჭახელასა და აჭარისწყლის თემებში შემავალი სოფლები. უახლოეს პერიოდში დამზადდება შესაბამისი რუკები, რომლებიც დასამტკიცებლად წარედგინება საკრებულოს.