სამუშაო შეხვედრა საგრანტო პროექტის ფარგლებში

სამუშაო შეხვედრა საგრანტო პროექტის ფარგლებში

ხელვაჩაურის მერიაში იაპონიის საელჩოს საგრანტო პროგრამის "ადამინის უსაფრთხოების" ფარგლებში იაპონიის საელჩოს წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. მერიის მასმედიასა და დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილების მიერ საგრანტო კონკურსზე წარდგენილმა პროექტმა "სანდასუფთავების სერვისის გაუმჯობესება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში" წარმატებით გადალახა კონკურსის პირველი ეტაპი.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა, განხილული იქნა პროექტთან დაკავშირებული სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხები და დაისახა ორმხრივი სამოქმედო გეგმა.

შეხვედრას ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის მერი ჯუმბერ ვარდმანიძე, მერის მოადგილე კახაბერ ფუტკარაძე და მერიის შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები.