სამუშაო შეხვედრა ქალაქ წყალტუბოში

მიმდინარე წლის 06 დეკემბერს, ქ. წყალტუბოში, გაეროს ბავშვთა ფონდის (Unicef), რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე, რომელიც გაიმართა დასავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტებისათვის ,,სოციალური პოლიტიკისა და ბავშვზე დაცვის საკითხებზე", ხელვაჩაურის მერიის განთლების და კულტურის სამსახურის ხელმძღვანელმა წარადგინა პრეზენტაცია თუ როგორ დაინერგა და ხორციელდება ხელვაჩაურში ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის რეფერალის შიდა ინსტრუქცია, მოხსენებაზე განხილული იქნა მერის მჩეველთა საბჭოს მუშაობა ამ მიმართულებით.
გაცნობებთ, რომ საბჭო ოქტომრის თვეში შეიქმნა და 12 ოჯახის საკითხი განიხილა, შესაბამისი დახმარების გაწევით.