სამოყვარულო თეატრალური დასის საქველმოქმედო სპექტაკლის პრემიერა

დღეს თხილნარის კულტურის სახლში, ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრის სამოყვარულო თეატრალური ახალგაზრდული დასის სპექტაკლის პრემიერა შედგა.
სპექტაკლი, სახელწოდებით "ამბავი ერთი სოფლისა" ახალგაზრდობის ცენტრის მოწვევით რეჟისორმა თამაზ ბოლქვაძემ დადგა, რომელშიც 13 ხელვაჩაურის მკვიდრმა ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა.
სპექტაკლს საქველმოქმედო ხასიათის იყო და გაყიდული ბილეთებიდან შემოსული თანხა გადაირიცხება მძიმე სენით დაავადებული ახალგაზრდების დახმარების ფონდში.