საკრებულოს წევრებმა ინფრასტრუქტურული ობიექტები დაათვალიერეს

საკრებულოს წევრებმა ინფრასტრუქტურული ობიექტები დაათვალიერეს

დღეს საკრებულოს თავმჯდომარე ნადიმ ვარშანიძემ, მოადგილესთან მალხაზ სალვარიძესთან, საკრებულოს ინფრასტრუქტურისა და სივრცითი მოწყობის საკითხთა კომისიის თავმჯდომარესთან იოსებ ბოლქავძესთან და მაჟორიტარ დეპუტატთან სოფელ სარფში ნუგზარ ვანიძესთან ერთად სარფში სოფელ ზედა კალენდერეში არსებული სპორტული მოედნის მიმდებარე ტერიტორია დაათვალიერა.
ადგილზე გასვლა მოქალაქეების მოთხოვნის საფუძველზე მოხდა, აღნიშნული ტერიტორია საჭიროებს კეთილმოწყობას და საავტომობილო გზის მოწესრიგებას.

 დათვალიერების შემდგომ გადაწყდა, რომ მიმდინარე წლის ადგილობრივი ბიუჯეტის კორექტირების დროს იქ არსებული პრობლემა გათვალისიწინებული იქნება.