საკრებულოს სხდომაზე ახალი სოციალური პროგრამა დამტკიცდა

საკრებულოს სხდომაზე ახალი სოციალური პროგრამა დამტკიცდა

დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა, სხდომაზე დეპუტატებმა 9 საკითხზე იმსჯელეს. პირველივე საკითხად ახალი სოციალური პროგრამა განიხილეს, რომელიც საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე მინდია დიასამიძემ წარადგინა. პროგრამა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელი სახლების დაზიანებული სახურავების გამოვლენას, აღრიცხვასა და აღდგენას ეხება, რომელიც აქამდე მუნიციპალიტეტში არ მოქმედებდა. ახალ პროგრამაში მუნიციპალიტეტში მცხოვრებ იმ პირებს შუძლიათ ჩართვა, რომლებიც რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველთა ბაზაში და მათი სარეიტინგო ქულა შეადგენს 0-დან 65 000- მდე, 65000-დან 150000 -მდე და 150000-დან 200 000- მდე ქულაა. დეპუტატებმა დადებითად შეაფასეს ხელვაჩაურის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პირველი კვარტალის შესრულების ანგარიში, ბიუჯეტი 82,2% არის შესრულებული. სხდომაზე წარგენილი იყო ასევე განკარგულების პროექტები პრივატიზების გეგმის დამტკიცების შესახებ და მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების შესახებ შექმნილი სამუშაო ჯგუფის უფლებამოსილების გაგრძელების თაობაზე. სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე ნადიმ ვარშანიძე უძღვებოდა.