საკრებულოს იურიდიულ და საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის გაერთიანებული სხდომის დღის წესრიგი

საკრებულოს იურიდიულ და საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის გაერთიანებული სხდომა ჩატარდება 17 იანვარს 16 საათზე.
დღის წესრიგი
1.დადგენილების პროექტი-”ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ” ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 25 დეკემბრის #36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.”
მომხსენებელი: ჯუმბერ ვარდმანიძე-ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი
თანამომხსენებელი: ტარიელ ნაკაშიძე-ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი
2.დადგენილების პროექტი-”ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა საჯარო მოსამსახურეების თანამდებობათა რანგირებისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ” ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 31 ივლისის #25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
მომხსენებელი: გიორგი ბერიძე-ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულის იურიდიული განყოფილების უფროსის დროებით მოვალეობის შემსრულებელი
3.დადგენილების პროექტი-”ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეების თანამდებობათა რანგირების განსაზღვრისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ” ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 31 ივლისის #24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
მომხსენებელი: ვახტანგ ლორთქიფანიძე-ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე
4.დადგენილების პროექტი-”გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ.”
მომხსენებელი: გურანდა დოლიძე-ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე
5.განკარგულების პროექტი-”ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის შესახებ შუამდგომლობის მომზადების ორგანიზებისათვის დროებითი სამუშაო ჯგუფის შექმნის თაობაზე.”
მომხსენებელი: ვახტანგ ლორთქიფანიძე-ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე
6. განკარგულების პროექტი-”მუნიციპალური ქონების პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ”.
მომხსენებელი: ანა ბაჟაშვილი-ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ქონების მართვის განყოფილების უფროსი
7.განკარგულების პროექტი-”მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ”.
მომხსენებელი: ანა ბაჟაშვილი-ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ქონების მართვის განყოფილების უფროსი
8.განკარგულების პროექტი-”ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სოფელ განთიადში მდებარე 10 799 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან 2908, 63კვ.მ. მიწის ფართის მიტოვებაზე თანხმობის მიცემის შესახებ”.
მომხსენებელი: ანა ბაჟაშვილი-ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ქონების მართვის განყოფილების უფროსი
9.განკარგულების პროექტი-”ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სოფელ სალიბაურში მდებარე მიწის ნაკვეთის სახელმწიფოსათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ”.
მომხსენებელი: ანა ბაჟაშვილი-ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ქონების მართვის განყოფილების უფროსი
10. განკარგულების პროექტი-”ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქ. ბათუმში, დასახლება კახაბერში მდებარე მიწის ნაკვეთის სერვიტუტით დატვირთვაზე თანხმობის მიცემის შესახებ”.
მომხსენებელი: ანა ბაჟაშვილი-ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ქონების მართვის განყოფილების უფროსი
11. სხვადასხვა