საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომისიის რიგგარეშე სხდომა გაიმართა

✔დღეს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომისიის რიგგარეშე სხდომა გაიმართა.
✔კომისიის წევრებმა დავით საფარიძის ნაშრომი ,,ქართული გვარ-სახელები ხელვაჩაურის რაიონში" განიხილეს.
✔ავტორს სურვილი აქვს, ნაშრომი წიგნად გამოსცეს. ამ მიზნით, დავით საფარიძე დაფინანსებას ითხოვს. ამ ეტაპზე ავტორი წიგნზე მუშაობს.
✔საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომისიის წევრებმა მიზანშეწონილად ჩათვალეს, წიგნზე მუშაობის დასრულების შემდეგ იმსჯელონ დაფინანსებაზე.