საკრებულოს განათლების, კულტურის სპორტის განათლებისა და სოციალური დაცვის კომისიის დღის წესრიგი

საკრებულოს განათლების, კულტურის სპორტის განათლებისა და სოციალური დაცვის კომისიის სხდომა ჩატარდება 17 იანვარს 14 საათზე.
დღის წესრიგი
1.დადგენილების პროექტი-”ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ” ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 25 დეკემბრის #36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.”
მომხსენებელი: ჯუმბერ ვარდმანიძე-ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი
თანამომხსენებელი: ტარიელ ნაკაშიძე-ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი
2.დადგენილების პროექტი-”ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა საჯარო მოსამსახურეების თანამდებობათა რანგირებისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ” ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 31 ივლისის #25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
მომხსენებელი: გიორგი ბერიძე-ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულის იურიდიული განყოფილების უფროსის დროებით მოვალეობის შემსრულებელი
3.დადგენილების პროექტი-”ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეების თანამდებობათა რანგირების განსაზღვრისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ” ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 31 ივლისის #24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
მომხსენებელი: ვახტანგ ლორთქიფანიძე-ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე
4.დადგენილების პროექტი-”გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ.”
მომხსენებელი: გურანდა დოლიძე-ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე.
5.განკარგულების პროექტი-”ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის შესახებ შუამდგომლობის მომზადების ორგანიზებისათვის დროებითი სამუშაო ჯგუფის შექმნის თაობაზე.”
მომხსენებელი: ვახტანგ ლორთქიფანიძე-ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე