საიას პროექტის პრეზენტაცია მუნიციპალიტეტის საკრებულოში

საიას პროექტის პრეზენტაცია მუნიციპალიტეტის საკრებულოში

"ყველაზე მოწყვლადი პირებისა და თემების სოციალურ-ეკონომიკური უფლებების დაცვა და ხელშეწყობა საქართველოში"ამ სახელწოდებით პროექტის პრეზენტაცია გაიმართა დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოში.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დონორ ორგანიზაციასთან BFDW ერთად საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში შემავალ მუნიციპალიტეტებში,მათ შორის აჭარის მუნიციპალიტეტებში გარკვეულ სამიზნე ჯგუფებისათვის საგრანტო პროექტს განახორციელებს.

შეხვედრაზე საკრებულოს წევრებმა მზაობა გამოთქვეს აღნიშნულპროექტში ჩართვის შესახებ,პროექტის მიზანია მუნიციპალიტეტში ხელი შეუწყოს სოციალურ-ეკონომიკური უფლებების დაცვას და მათ გაძლიერებას.
პროექტის კონკრეტული სამიზნე ჯგუფებია;
1. სოციალურად დაუცველი მოქალაქეები. 2. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები.
3.ეკომიგრანტები.
4.ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირები
.5.ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის სიახლოვეს მდებარე სოფლების მაცხოვრებლები.
6. ქალები.
7. დასაქმებულები.
8. არაკვალიფიციური სამედიცინო მომსახურებით დაზარალებული პაციენტები.
 შეხვედრა კითხვა- პასუხიუს რეჟიმში წარიმართა.