საჯარო სკოლებს შორის ჭადრაკში ტურნირი დასრულდა

 საჯარო სკოლებს შორის ჭადრაკში ტურნირი დასრულდა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებს შორის ჭადრაკში ტურნირი დასრულდა. შეჯიბრში 12 სკოლის 60 მოსწავლე მონაწილეობდა. გუნდებს შორის პირველი ადგილი მახინჯაურის საჯარო სკოლამ, მეორე ახალსოფლის, ხოლო მესამე ადგილი ერგეს საჯარო სკოლამ დაიკავა.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა გამარჯვებულებს სიგელები, თასები და ფასიანი საჩუქრები გადასცა.