საბჭოთა ოკუპაციის დღეს მემორიალი ყვავილებით შეამკეს ხელვაჩაურში

25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღეა. ამ თარიღთან დაკავშირებით დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა ჯუმბერ ვარდმანიძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ ნადიმ ვარშანიძემ აჭარის მთავრობის, საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლებთან ერთად ყვავილებით შეამკეს. მემორიალთან რეპრესირებული პირების ოჯახის წევრებიც იმყოფებოდნენ.
დღეს ხელმძღვანელმა პირებმა წლების წინ მომხდარი ისტორიული მოვლენები გაიხსენეს და შეაფასეს. კულტურის ცენტრის თანამშრომლებმა კი საბჭოთა ოკუპაციის თემატიკაზე ღონისძიება წარმოადგინა.
1921 წლის 25 თებერვალს, რუსეთის მე-11 არმიამ თბილისი აიღო და საქართველოს ანექსია მოახდინა. საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ იუნკერთა დიდი ნაწილი ბრძოლის ველზე გმირულად დაიღუპა.